12 მაისი, 2011 წელი. ამერიკის გულმკერდის ქირურგიის ყოველწლიურ შეხვედრაზე მერილენდის უნივერსიტეტის დოქტორმა მეჰრდად გოროშმა წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომლითაც იგი ამტკიცებდა, რომ რეგურგიტაციის გამო მიტრალური სარქვლის პათოლოგიის ლიკვიდაცია უნდა მოესწროს მანამ, სანამ ფილტვის არტერიის სისტოლური წნევა 40 მმ ვ.წყ.სვ-ს გადააჭარბებს, რადგან ახალი ცენტრის კვლევის მონაცემებით პულმონარული ჰიპერტენზია ერთერთი დამოუკიდებელი წინაპირობაა როგორც პრეოპერაციული ასევე ოპერაციის შემდგომი სიკვდილიანობისა. გოროშმა წარმოადგინა 895 პაციენტის შედეგები, რომელთაც გაიკეთეს მიტრალური სარქვლის ოპერაცია (86% სარქვლის პლასტიკა, 14% შეცვლა), მიტრალური რეგურგიტაციის ჩვენებით. პაციენტების პრეოპერაციული პულმონარული წნევა გაზომილ იქნა გულის მაჯვენამხრივი კატეთერიზაციით ან დოპლერექოკარდიოგრაფიით.
| ფილტვის არტერიის სისტოლური წნევა
|
n | სიკვდილიანობა (%) | p |
| <40 მმ.ვ.წყ.სვ (არა) | 417 | 1 | <0.0001 |
| 40–50 ვ.წყ.სვ (ზომიერი) | 185 | 6 | <0.0001 |
| 50–60 ვ.წყ.სვ (საშუალო) | 128 | 9 | <0.0001 |
| >60 ვ.წყ.სვ (მწვავე) | 165 | 12 | <0.0001 |
ყოველი 1 მმ ვ.წყ. სვ.-ით პულმონური არტერიის სისტოლური (პასწ) წნევის მატება პრეოპერაციულად, სიკვდილიანობის რისკს ზრდის 3.8% (P =0.0001 ). სხვა რისკ ფატორებია: ასაკი, გულის დაზინების ხარისხი NYHA –ს მიხედვით, თირკმლის პრობლემები და დიაბეტი. პრეოპერაციული პულმონური სისტოლური ჰიპერტენზია ასევე დაკავშირებულ იქნა ჰიპერვენტილაციასთან, საავდამყოფოში ყოფნასთან და სეფსისი გაზრდილ რიკსთან.
სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს რომ პაციენტების 90% , რომელთაც არ ჰქონდათ პრეოპერაციული ჰიპერტენზია, 5 წლიანი სიცოცხლის ხანგრძლიოვობა გააჩნდათ, განსხვავებით მათგან ვისაც აქვს ჰქონდა პრეოპერაციული ჰიპრტენზია და სავარაუდოდ 5 წლის განმავლობაში მოსალოდნელია ლეტალური გამოსავალი.
გორეშმა აღნიშნა რომ იმ ქვეჯგუფის წევრებს რომელთაც პულმონარული წნევის ზომიერი მატება მაინც აღენიშნათ სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებული ექნებათ.
პაციენტებს ზომიერი და მწავავე პულმონარული ჰიპერტენზიით გამოუვლინდათ sPAP –დაუყონებლივი გაუმჯობესება ოპერაციული ჩარევის შემდეგ, მაგრამ 2 წლიანმა დაკვირვებამ მაინც გამოავლინა ნარჩენი პულმონარული ჰიპერტენზიები ამ პაციენტებში, გარდა იმ ნაწილისა, ვისაც ოპერაციამდე არ აწუხებდა აღნიშნული მოვლენა. ამიტომაც კვლევის ავტორები ურჩევენ კოლეგებს მიტრალური სარქვლის აღდგენის ან გადანერგვის საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად ჩაატარონ აღნიშნული პროცედურა, ვიდრე sPAP გადააჭარბებს დასაშვებ ზღურბლს.
ექიმმა გერალდ ლავრიმ (დე-ბაკეის გულის უნივერსიტეტი, ჰიუსტონი) ამ სტატიაზე კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა, რომ გორეშის მიერ ჩატარებული კვლევა უდიდესია, მისი საკვლევი ბაზიდან გამომდინარე, რომელიც პულმნარულ ჰიპეტენზიასაც გულისხმობს. კვლევა ამტკიცებს მის წინამორბედ შედარებით მცირე კვლევების შედეგებს იმის შესახებ, რომ პულმონარული ჰიპერტენზია პაციენტის სიცოხლის ხანგრძლივობის წინასწარგანმწყობი ფაქრტორია. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციული ჩარევა ჰიპერტენზის ყველა ეტაპზე არის ეფექტური, ის მაინც არასრულია, რადგან პულმონარული ჰიპერტენზია არა მხოლოდ მიტრალური რეგურგიტაციის შედეგია, არამედ მთელი იმ მორფოლოგიური ცვლილებებისა რომელიც მარცხენა პარკუჭსა და წინაგულში და მათ სისტოლურ და დიასტოლურ ფაზებში მიმდინარეობს.
ინგლისურიდან თარგმნა
ნატო რამიშვილი
